ყინულის და თოვლის სამეფო: ყინულის სასახლე "ზარიადიეს" პარკში

Sputnik

მოსკოვის "ზარიადიეს" პარკში უნიკალური ინსტალაცია გაიხსნა — ნამდვილი ყინულის გამოქვაბული. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ყინულის სასახლის სურათები

ყინულისა და თოვლის სამეფოში მოგზაურობა ყველა მსურველს შეუძლია. კრისტალების სილამაზე, რომლებიც დაფარულია კოლონები და კედლები, უბრალოდ შთამბეჭდავია. კედლებისკენ მიმართული მოციმციმე შუქი კი იდუმალებას მატებს ყინულის გამოქვაბულს.

1 / 8
ყინულის სასახლის შექმნის იდეა ნიუ-იორკულ არქიტექტურულ სამსახურს Diller Scofidio + Renfro მოუვიდა
2 / 8
ყინულის ძირითად კონსტრუქციებად ასობით ლითონის მილი გამოიყენეს, რომლების სიგრძემაც 14 კილომეტრი შეადგინა. სასახლის შესაქმნელად 700 ტონა წყალი გაიყინა
3 / 8
მილებში რეგულარულად ცირკულირებს სპეციალური საშუალება, რომელიც პავილიონის ქვემოთ ტექნიკურ ცენტრში ცივდება. ამ ნივთიერების საშუალებით ყინულისა და თოვლის კრისტალები გამოქვაბულში ბუნებრივი გზით წარმოიქმნება
4 / 8
ყინულის გამოქვაბულში მუდმივად ერთი ტემპერატურაა (-5 გრადუსი)
5 / 8
ყინულის ლაბირინთის მოცულობა 350 კვადრატული მეტრია. სტუმრებისათვის შესვლა მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი
6 / 8
ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩრდილოეთის კლიმატი შეიგრძნონ და გაიგონ მეტი ამ მხარის შესახებ
7 / 8
სასახლეში უწყვეტად აჟღერებენ მუსიკას და უჩვენებენ ვიდეოებს
8 / 8
ყინულის გამოქვაბული მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ბუნებრივს