ჯაჯანიძე: არ მიყვარს, როცა მობილიზებას ვკარგავ, ერთი ყლუპიც რომ დავლიო, მეტყობა

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საუბრობს, გაუსინჯავს თუ არა ნარკოტიკი.
Sputnik

„არანაირი ნარკოტიკი არ გამისინჯავს. ალკოჰოლთანაც კი მწყრალად ვარ. არ მიყვარს, როცა მობილიზებას ვკარგავ. ერთი ყლუპიც რომ დავლიო, უკვე მეტყობა“, – ამბობს გია ჯაჯანიძე.

ცნობილი ტელეწამყვანის განცხადებით, აქვს საკუთარი სამყარო და თავისუფალ დროს ერთობა ფიქრებით. ჯაჯანიძის თქმით, ირგვლივ იმდენი ნეგატივია, რომ ამ ფიქრებით თავს იცავს უარყოფითი ემოციებისგან.