ბელარუსის ერთ-ერთ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აფეთქება მოხდა ბელარუსის ქარხანა „ალკიდში" (მინსკის რაიონი), რომელიც ჰიდროსაიზოლაციო მასალებს ამზადებს. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.

Взрыв произошел на предприятии "Алкид" под Минском

ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.