თბილისში საიათ-ნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

საიათ-ნოვას ხსოვნის დღეს ფესტივალ „ვარდატონზე" სომხური საცეკვაო და ვოკალური ანსამბლები გამოვლენ
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისელი აშუღის, საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი კონცერტი ძველ თბილისში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე 27 მაისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საიათ-ნოვას ხსოვნის დღეს, ტრადიციულად, ფესტივალი „ვარდატონი" (ვარდების დღე) იმართება. როგორც „Sputnik-საქართველოს" „ქართველ სომეხთა კავშირის" წარმომადგენელმა, მარი არაქელოვმა განუცხადა, დღესასწაულს 100-ზე მეტი წლის ისტორია აქვს.

„საიათ-ნოვას ძალიან უყვარდა ვარდები. მისი ბევრი ლექსი სწორედ ამ ყვავილს ეძღვნება. „ვარდატონი", რომელიც 1914 წლიდან აღინიშნება, პოეტის საფლავზე ყვევილების მიტანით იწყება. შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე კონცერტი დაიწყება", — განაცხადა არაქელოვმა.

Фестиваль "Вардатон" в Тбилиси

ღონისძიებას თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური ეპარქიის მხარდაჭერით მართავს „ქართველ სომეხთა კავშირი".

კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „აიართუნი", ცეკვის ანსამბლები „ჯეირანი", „ანი", „ვანქი". სომხური ეპარქიის მოწვევით კონცერტში მონაწილეობას მიირებს სომხეთის სახელმწიფო ანსამბლი „საიათ-ნოვა".