მრგვალი მაგიდა: ქართული ფეხბურთის მომავალი

მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართული ფეხბურთის მომავალი“ ფეხბურთის ვეტერანების მონაწილეობით გაიმართება „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 23 მაისს, 15:00 საათზე.
Sputnik

წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც სსრკ-ის ნაკრებში ერთბაშად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშობდა. მაშინ ქვეყნის მთავარი გუნდის კაპიტნები მურთაზ ხურცილავა და ალექსანდრე ჩივაძე იყვნენ. ქართული ფეხბურთის საკლუბო დონე საკმაოდ დაბალია. ქართულ გუნდებს ევროპის სათასო ტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვაც არ შეუძლიათ. 

ქართველი ფეხბურთელებს ურჩევნიათ თამაში არა ეროვნულ ჩემპიონატზე, არამედ სხვა ქვეყნებში, ზოგჯერ სუსტ დივიზიონებში. ამ დროს უცხოურ კლუბებში ისინი ხშირად საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებენ.

რა მიზეზით ვერ გამოდის ქართული ფეხბურთი კრიზისიდან და ყველაზე სუსტი ეროვნული ნაკრებების და კლუბების დონეზე რჩება? ამ და სხვა საკითხებზე მრგვალი მაგიდის მონაწილეები იმსჯელებენ:

— ფეხბურთის ვეტერანიგია გილიგაშვილი;

- ფეხბურთის ვეტერანიავთანდილ ქანთარია;

— ფეხბურთის ვეტერანიილია რუხაძე;

— სპორტული ჟურნალისტიმიხეილ გერაძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com