თბილისი ჰოლის დღესასწაულს მასპინძლობს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კაშკაშა და ფერადი მხიარულება ელოდებათ
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. „ფერების ფესტივალს" (Tbilisi Color Fest 2018), რომელიც ტრადიციად იქცა, „მზიურის" პარკი 3 ივნისს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფერების ფესტივალი, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთს ფერადი ფხვნილებით და საღებავებით შეღებავენ, 16:00 საათზე გაიხსნება. Tbilisi Color Fest 2018 სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

Участники фестиваля холи в Мадриде, Испания

ფესტივალის ფარგლებში „მზიურის" პარკში ღონისძიების მონაწილეების წინაშე პოპულარული ახალგაზრდული ქართული ჯგუფები „რეზო და ბავშვები" და „არა" და Percduo წარდგებიან.

დასწრება თავისუფალია, თუმცა, ორგანიზატორების განცხადებით, სასურველი არ არის ღონისძიებაზე სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა.

თბილისში „ფერების ფესტივალი" 2012 წლიდან ტარდება.

ღონისძიების პროტოტიპი ინდოეთში დაიბადა დღესასწაული „ჰოლის", ან როგორც მას ეძახიან „ფერების ფესტივალის" სახით. ჰოლი — უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლის, სიცოცხლის განახლებისა და ბოროტების განდევნის ერთგვარი სიმბოლოა.