სამეფო ქორწილი: პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლიზე იქორწინა

Sputnik

ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ შაბათს უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის ეკლესიაში იქორწინეს. იხილეთ ფოტოები, თუ როგორ ჩაიარა საქორწინო ცერემონიამ.

უინძორის სასახლეში ქორწილის გამართვის ტრადიცია უკვე 150 წლისაა, რომელსაც საფუძველი დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) უფროსმა ვაჟმა, უელსის პრინცმა ალბერტმა (მოგვიანებით მეფე ედვარდ VII) ჩაუყარა. მან 1863 წლის 10 მარტს პრინცესა ალექსანდრაზე იქორწინა, რომელიც რუსი იმპერატრიცის, ალექსანდრე III-ის მეუღლის მარია ფეოდოროვნას და იყო. საუკუნე-ნახევრის შემდეგ ჰარის და მეგან მარკლის ქორწინება ამ სამეფო რეზიდენციის კედლებში რიგით მე-16 იყო.

1 / 11
ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ხელისმომკიდე პრინცი უილიამი წმინდა გიორგის ეკლესიის კიბეებზე პატარძლის მოლოდინში არიან. პრინცი ჰარი პრინცი ჩარლზის უმცროსი ვაჟი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II-ის შვილიშვილია. სამეფო სამემკვიდრეო რიგში ის მეექვსე ადგილს იკავებს მამის, უფროსი ძმისა და მისი სამი შვილის შემდეგ
2 / 11
მეგან მარკლი პრინცი ჰარისკენ მიემართება. მარკლი 36 წლის კალიფორნიელი მსახიობია, რომელიც ცნოიბლი გახდა ტელესერიალში Suits შესრულებული მთავარი როლით. მეგან მარკლის მშობლები გაშორდნენ, როდესაც მსახიობი 6 წლის იყო. ძველი ოჯახური უთანხმოებები კი ქორწილამდე ხშირად იჩენდა თავს პრესაში. ნათესავებიდან ქორწილში მხოლოდ მეგანის დედა - დორია რეგლანდი იყო მიწვეული
3 / 11
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საქორწილო ცერემონიაზე შეხვედრისას ერთმანეთს უყურებენ. პრინცი ჰარი სამეფო კავალერიის პოლკის შავ სამხედრო ფორმაში გამოეწყო, პატარძალმა კი საქორწილოდ Givenchy-ს თეთრი კაბა შეარჩია
4 / 11
პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი ესალმებიან ხალხს, რომლებიც საქორწილო ცერემონიაზე დასასწრებად მივიდნენ. ქორწილის დროს პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს უელსური ოქროს ბეჭედი გაუკეთა, რომელიც დედოფლის საჩუქარი იყო. თავისთვის კი პრინცმა პლატინის ბეჭედი შეარჩია. ორივე ბეჭედი ლონდონურმა საიუველირო სახელოსნომ Cleave&Company დაამზადა
5 / 11
კემბრიჯის ჰერცოგინია მეგობრებთან ერთად პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში მიემართება
6 / 11
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უიდზორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაქორწინდნენ. საქორწილო ცერემონია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ სამეფო ოჯახი, წყვილის ახლო მეგობრები და მრავალრიცხოვანი სტუმრები
7 / 11
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი წმინდა გიორგის ეკლესიის კიბეებზე ერთმანეთს კოცნიან. პრინცის ბებიამ, დედოფალმა ელიზაბეტმა პრინც ჰარის სასსექსის ჰერცოგის წოდება მიანიჭა, მისი მეუღლე კი ამიერიდან სასსექსის ჰერცოგინია იქნება
8 / 11
დედოფალი ელიზაბეტ II და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ქორწილის შემდეგ
9 / 11
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი უიდზორის სასახლეს კარეტით ტოვებენ. პრინცმა ქორწილის დღეს მეუღლეს აქვამარინის ბეჭედი აჩუქა, რომელიც ადრე მის დედას, პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა
10 / 11
ათასობით ადამიანი ელოდა პრინცი ჰარისა დ ამისი მეუღლის ეკლესიასთან მისვლას. საქორწილო ფურშეტზე 600 სტუმარი იმყოფებოდა
11 / 11
ცხენების ეკიპაჟს ახალდაქორწინებულები ბრიტანეთის გვარდიელების თანხლებით მიჰყავს