ავარია ჩაქვის გვირაბთან: დაშავებულია შვიდი ადამიანი

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმი–ჩაქვის საავტომობილო გზაზე შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება  „აჭარის ტელევიზია".

ურეკში მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

ავარია ჩაქვის გვირაბთან დღეს, დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ბათუმის რეფერალურ და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება"), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.