აფეთქება ბაქოში: არის მსხვერპლი

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთ კაფეში ორშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება  „Sputnik აზერბაიჯანი" ბინაგადინის რაიონის პოლიციის განყოფილებაზე დაყრდნობით.

აფეთქება ერევანში: გაზის ბალონმა "ბურგერ კინგი" დაანგრია

აფეთქება კაფეში, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ელიტთან" ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც აფეთქების მიზეზების დადგენას ცდილობენ.

დაღუპულთა ვინაობა ცნობილი არ არის. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.