თბილისში არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო მოძრაობა ჯორჯაძის ქუჩაზე 26 მაისს აღდგება.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისში, არჩილ ჯორჯაძის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით აიკრძალა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საავტომობილო მოძრაობა შოთა რუსთაველის გამზირის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთამდე 19 მაისის საღამოდან არის შეწყვეტილი.

საავტომობილო მოძრაობა ჯორჯაძის ქუჩაზე 26 მაისს აღდგება.

26 მაისს საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება.