პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

ბრალდებულმა „საქართველოს ფოსტის“ ჯიხურიდან 6200 ლარი გაიტაცა
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ხუდადოვზე მდებარე ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ო.ჯ. თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცავებმა 40 წლის ო.ჯ. ყაჩაღობის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.