ტრაგედია თევზაობისას ბათუმში - დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

მედიკოსების ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მას სხეულის 80%-მდე დამწვრობა აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, თევზაობისას, იუწყება აჭარის ტელევიზია

ანგისის დასახლებაში გუშინ 56 წლის მამაკაცი მოზარდებთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც სავარაუდოდ, ანკესი ელექტროგაყვანილობის სადენს გამოედო და მოკლე ჩართვა მოხდა. 

მდინარე რიონმა გამორიყა კასრი მამაკაცის დამწვარი გვამით

თავდაპირველად დაშავებული მამაკაცი რეფერალურ საავადმყოფოში, მოზარდები კი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში  მოათავსეს, მოგვიანებით კი ისინი  თბილისში დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ გადაიყვანა.

ამჟამად სამივე დაშავებული  თბილისში დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა — მას სხეულის 80%-მდე დამწვრობა აღენიშნება.

გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია „ენერგო პრო ჯორჯიამ“. მათი განცხადებით, მაღალი ძაბვის 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოება, მანძილი მიწასა და სადენს შორის, სრულად დაცული იყო.  კომპანიის ინფორმაციით მდინარეზე, ხიდიდან თევზაობისას ახალგაზრდების დაშავება, გადამცემი ხაზის გაუმართაობას არ უკავშირდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.