საბანაო სეზონი იწყება - თბილისში წყლების მონიტორინგი მიმდინარეობს

სპეციალისტებმა წყლის სინჯები ლისის ტბაზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

SOS: აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა

სპეციალისტებმა ამჯერად წყლის სინჯები ლისის ტბაზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა).

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში აღებული სინჯების ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება. კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ინფორმაციას გაეცნოს.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ზედაპირული წყლების მონიტორინგი ამ ეტაპზე 170-მდე წერტილში ხორციელდება.