დედაქალაქში გაიმართება კონცერტები „თბილისის ცის ქვეშ“

მერიის პროექტის ფარგლებში საკუთარ შემოქმედებას აჩვენებენ არამარტო ცნობილი ხელოვანები, არამედ დამწყები შემსრულებლები და მხატვრები
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქალაქის მერიის ახალი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე კონცერტი ჩატარდება, იუწყება პირველი არხი

წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს >>

პროექტის ფარგლებში იგეგმება კონცერტების საგანმანათლებლო ლექციების, გამოფენების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებისა და ასევე ფოტოხელოვნებისა და გრაფიტის ფესტივალების გამართვა. ღონისძიებებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  

ტიციანის „მადონა ყრმით" თბილისში გამოიფინება

ღონისძიებები თბილისის ცენტრის გარდა, გარეუბნებშიც ჩატარდება. ასე მაგალითად, პარასკევს გლდანში საკონცერტო მოედანზე (მე-6 მიკრორაიონი) „სუხიშვილების“ ეროვნული ბალეტის მოცეკვავეები წარდგნენ.

კვირას 20:00 საათზე ვერის ბაღში ქართველი პიანისტის, დავით ალადაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართება.

ახალი პლატფორმის მიზანია დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა; ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა; კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების სტიმულირებით დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; უქმე დღეების განმავლობაში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება.