სურსათის სააგენტომ თურქული ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა

თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ საწარმოდან იმპორტირებული ფრინველის ხორცში ერთი წლის განმავლობაში სალმონელა ორჯერ აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ: რა უნდა მოითხოვოთ ხორცის შეძენისას

შესაბამისი ბრძანება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სააგენტოს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან – Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret იმპორტირებული ფრინველის ხორცში, ერთი წლის განმავლობაში სალმონელა ორჯერ აღმოაჩინეს, რის გამოც გადაწყდა, რომ ერთი წლის ვადით ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი უნდა შეჩერდეს.

ბრძანება უკვე ამოქმედდა და შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.