შავლეგ შილაკაძე: „კამერულ ორკესტრს „თბილისის კონცერტინო“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა“

შავლეგ შილაკაძე იხსენებს 1988 წელს როგორ დააარსა კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინოს“ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრის ბაზაზე.
Sputnik

„ჩვენს ორკესტრს დაარსების დღიდან  ჩატარებული აქვს 400-ზე მეტი აკადემიური და საგანმანათლებლო კონცერტი საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში“- განუცხადა “Sputnik-საქართველოს“ შავლეგ შილაკაძემ.

შავლეგ შილაკაძე- თბილისის კონსერვატორიის დოცენტი, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინო“ დამაარსებელი და დირიჟორი, ანსამბლ "თბილისის კამერატას" დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები.