„მე მიყვარს საქართველო“ - რუსი მსახიობი ვალენტინ გაფტი თბილისში წარდგა

თეატრისა და კინოს მსახიობის, ვალენტინ გაფტის შემოქმედებით საღამოზე მისი მონაწილეობით ყველასათვის საყვარელი ფილმების ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ცნობილმა რუსმა მსახიობმა ვალენტინ გაფტმა თავისუფალ თეატრში გამართულ შემოქმედებით საღამოზე განაცხადა, რომ უყვარს საქართველო.

საღამოზე ისმოდა სახელოვანი მსახიობის ლექსები, ნაწყვეტები მისი წიგნებიდან, კოლეგებისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი ეპიგრამები. ასევე გაიმართა მსახიობის მონაწილეობით პოპულარული და ნაკლებად ცნობილი ფილმებიდან ნაწყვეტების ჩვენება.

Валентин Гафт - творческий вечер в театре Грибоедова

 „მე მიყვარს საქართველო. სამწუხაროა, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ქართველები ეკრანზე ან თეატრში. თუმცა, ლავრენტი ბერია სამჯერ ვითამაშე“, — გამოუტყდა გაფტი ქართველ მაყურებელს.

გაფტის შეხვედრა ქართველ მაყურებელთან მოსკოვის დრამატული თეატრ „სოვრემენიკის“ თბილისში გასტროლების ფარგლებში გაიმართა.

Валентин Гафт - творческий вечер в театре Грибоедова

ვალენტინ გაფტი თეატრისა და კინოს მსახიობია. რუსეთის სახალხო არტისტი, მეგობრობის ორდენის კავალერი, ლაურეატი პრემიების „ოქროს არწივი“, „ბროლის ტურანდოტი“, „თეატრალის ვარსკვლავი“.

ვალენტინ გაფტს თეატრსა და კინოში უამრავი როლი აქვს შესრულებული, რამაც მას მაყურებლის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.