გერმანიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

დაკავებულებმა სულ მცირე სამი სახლი გაქურდეს
Sputnik

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციამ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით.

ქართველი ემიგრანტი იტალიაში მეოთხე სართულიდან გადმოხტა - დაღუპულის ოჯახის ვერსიები

გერმანიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური ჯგუფი დააკავა. მედიის ინფორმაციით, ბინების გაქურდვის ბრალდებით დაკავებულთა შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალია, მათი ასაკი 27-დან 32 წლამდე მერყეობს. მათ ადანაშაულებენ.

ორი პირი პოლიციამ კემნიცში, ხოლო კიდევ ორი ბრანდენბურგში დააკავა. გამოძიების ცნობით, მათ სულ მცირე, სამი სახლი გაქურდეს.

დაკავებულების ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.