თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამგზავრო ლაინერმა Boeing-737, რომელიც რეისს კუბის ქალაქებს ჰავანა-ოლგინს შორის ასრულებდა, აფრენისთანავე ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости კუბის გამოცემა Granma-ზე დაყრდნობით.
კუბაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 105 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. ყველანი უცხოელები იყვნენ.
გამოცემა Granma-ს მონაცემებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის სამი მგზავრი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთი ჰავანის საავადმყოფოში დამწვრობით გარდაიცვალა.
პორტალ Cubadebate-ის მონაცემებით, Boeing 737-200 კომპანია Cubana de Aviación-მა მექსიკის ავიაკომპანია Damojh-გან იქირავა და მას უცხოური ეკიპაჟი მართავდა.
ლაინერი აფრენისთანავე აეროპორტის პირველ ტერმინალთან ჩამოვარდა.