საქართველო უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილსა და სნოუბორდინგში

გუდაური და ბაკურიანი 2023 წელს სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდინგის ეპიცენტრი გახდება.
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდინგში 2023 წელს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე — ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კოსტა-ნავარინოში ჩატარდა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რამდენად ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის, ჩვენ ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების შემდგომი განვითარებისთვის. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 65-70% დაფარულია მთებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ჩემპიონატი და ერთი სული გვაქვს, როდის გიმასპინძლებთ ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წელს", — განაცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.