ქეთი არაყიშვილი: იმდენად ემოციური ვარ, რომ ჩემ სფეროში მუშაობა ვერ შევძელი

ქეთი არაყიშვილი ამბობს, რომ სამედიცინოზე ხუთი წელი ისწავლა და პრაქტიკების დროს ყველას ტკივილს საკუთარივით განიცდიდა, ამიტომ მიხვდა, რომ ექიმობა მისი საქმე არ იყო.
Sputnik

„2012 წელს სერიოზული გამოფენა მქონდა, სადაც „თვითნასწავლის“ დიპლომი მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გადმომცა“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქეთი არაყიშვილმა.

ქეთი არაყიშვილი – პროფესიით ექიმი, ბავშვობიდან ქარგავს და ხატავს, პერსონალური გამოფენები ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჰქონდა. მისი ნამუშევრები „ცისფერ გალერეაშიც“ გამოიფინა.