ლანჩხუთში ხანძრის შედეგად ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში ზენაიშვილების საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იტყობინება შემთხვევის ადგილიდან „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

თვითმხილველების განცხადებით, ხანძარი დღეს, დილით, დაახლოებით ათი საათისთვის გაჩნდა.

ხანძარი აჭარაში ლოკალიზებულია

„ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სახანძრო ბრიგადების გამოძახება ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან გახდა საჭირო. საბედნიეროდ, ოთხსულიანმა ოჯახმა სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო. თუმცა ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.