საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

ქართული გუნდი რეიტინგში მოხვდა ფარერის კუნძულებსა და პალესტინას შორის.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში გაიუმჯობესა პოზიციები და 96-ე ადგილიდან 95-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 362 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ფარერის კუნძულებსა პალესტინას შორის განთავსდა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდებს უეფას ერთა ლიგაში, ფიფას ახალ რეიტინგში მათ შემდეგი ადგილები დაიკავეს: ყაზახეთი — 117, ანდორა — 132 და ლატვია — 139.

ლიდერთა სამეულში ცვლილებები არ არის. უძლიერესი გუნდია გერმანია, შემდეგ მოდის ბრაზილია და მესამე ადგილზეა ბელგია.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსეთში 14 ივნისს იწყება, საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 1 ივნისს ნაკრები ავსტრიაში მალტას დაუპირისპირდება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ — სტუმრად ლუქსემბურგს.