საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ: მსვლელობის ფოტოები

Sputnik

საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსვლელობის სურათები, რომელიც ვარდების მოედნიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაიმართა.

ქართული ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე. ისინი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მიდიან. ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსვლელობაში, რომელიც ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღის აღსანიშნავად გაიმართა.

1 / 9
17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავენ
2 / 9
ქართული ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე
3 / 9
მსვლელობაში მონაწილეობდა აბჯარ ასხმული რაინდიც
4 / 9
17 მაისს საქართველოში ოჯახის დღეს აღნიშნავენ
5 / 9
ათასობით ადამიანი მიემართება წმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ
6 / 9
აქციის ოგრანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნი"
7 / 9
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს მსვლელობა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიებაა
8 / 9
წელს 17 მაისს ორი დღესასწაული აღინიშნება - ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე და ამაღლება
9 / 9
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილისტები გააფრთხილა იმისა შესახებ, რომ თბილისში ოთხშაბათს გზები გადაიკეტებოდა