მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს

მსვლელობის მონაწილეები ამჟამად თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან და სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის ცენტრში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოწყობილ მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და მღვდელმსახურები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გაემართნენ. ისინი სამების საკათედრო ტაძრისკენ მიდიან. მსვლელობის ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი".

მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს

სამების ტაძარში ამ დროს მასობრივი ჯვრისწერა იმართება — ჯვარს 400-მდე წყვილი იწერს.

წელს 17 მაისს საქართველოში ორი დღესასწაული აღინიშნება — ამაღლება და ოჯახის სიწმინდის დღე.