მაღრაძე: სამწუხაროდ, ალბათ ჩვენ ვერ ვაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას ისე, როგორც საჭიროა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე საუბრობს იმაზე, რა პრიორიტეტების გათვალისწინებით შევიდა ძალაში ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს.
Sputnik

„პრიორიტეტების შერჩევა მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდა – რამდენად მომწიფებულია საზოგადოებრივი აზრი, რამდენად არის შესაბამისი რესურსი, შესაძლებლობები, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სხვადასხვა“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატმა დაამატა, რომ რაიმე სიახლის შემთხვევაში მაშინვე მოდის საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან პროტესტი. მისი თქმით, შესაძლოა, მთავრობა ვერ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ისე, როგორც საჭიროა და ამის მიზეზი სწორედ ეს ხდება.