ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 19 მაისს

დედაქალაქში დღისით 28 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 19 მაისს უპირატესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — +16 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:37 საათზე ამოვა და 20:17 საათზე ჩავა.