თბილისში მოზარდი მტკვრის დინებამ გაიტაცა

მაშველებმა 16 წლის გოგონა წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგონა, რომელიც მტკვრის დინებამ თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ავტოგასამართ სადგურ „გალფთან" გაიტაცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მანამდე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა, რომელსაც ფაქტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილზე სასწრაფოდ გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მათ გოგონა წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.