თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მაკედონიაში გამართულ ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის Facebook–გვერდზე.
საქართველოს ნაკრებიდან კონტინენტთაშორისი ორთაბრძოლაში ერთადერთი ოქროს მედალი 71 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ გაგნიძემ მოიპოვა. დაძაბულ ფინალში მან რუსი რამაზან აბუზაგიდოვი ანგარიშით 6:5 დაამარცხა.
ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯით ჩამორჩა დავით აბდალაძე (–55 კგ), რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელ ვლადისლავ ოსტაპენკოს დაუთმო.
ბრინჯაოს მედლები ხუთმა ქართველმა მოჭიდავემ მოიპოვა: გიორგი გეგელაშვილმა (–48 კგ), გიორგი ჭოლაძემ (–51 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (–60 კგ), გიორგი ნებურიშვილმა (–80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (–110 კგ).
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 140 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე რუსეთის გუნდი (188 ქულა) გავიდა, მესამე ადგილზე კი თურქეთი (135 ქულა).