„ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს გეგმა გაწერილი, რომელი ბაზრები უნდა მოვიცვათ და რომელი არის ჩვენთვის საინტერესო“, – განუცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მენეჯერმა თათია ბიძინაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული და ერთიც ქართულ-ჩინური. ამ პროექტების განხორციელების შედეგად კი საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.