რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს გამოგზავნის

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მოსკოვში წარმოადგენს დეკანოზი კახაბერი (გოგოტიშვილი), ხოლო რუსულ ეკლესიას თბილისში - დეკანოზი ვლადიმირი (ალექსანდროვი).
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსეთის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლის მსახურებისთვის დეკანოზი ვლადიმირი (ალექსანდროვი) მოავლინოს, ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოქვეყნდა რუსეთის პატრიარქისადმი ილია მეორის წერილის ტექსტი

საქართველოსა და რუსეთს შორის მღვდელმსახურთა გაცვლა რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის შეთანხმების საფუძველზე ხდება. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მოსკოვში დეკანოზი კახაბერი (გოგოტიშვილი) წარმოადგენს.

„ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთან შეთანხმების შედეგად წმინდა სინოდის წევრებმა დაადგინეს, რომ თბილისში რუსულენოვანი მრევლის მსახურებისთვის მიავლინოს დეკანოზი ვლადიმირ ალექსანდროვი; დაევალოს მას, აუცილებელ შემთხვევებში, ასევე წარმოადგინოს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია", — აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში რუსულ ენაზე ღვთისმსახურება ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მიმდინარეობს. მოსკოვში ქართულ და რუსულ ენებზე ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში აღევლინება.