ქართველები აზერბაიჯანის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციებს წარადგენენ

ბაქოში კოლექციებს წარადგენენ ნათია თხელიძე, ლაშა ჯოხაძე, Мак Mari, ანი ტიტვინიძე და სხვა დიზაინერები.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართველი დიზაინერები აზერბაიჯანში მოდის კვირეულში (AFW) მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 17-19 მაისს ბაქოში გაიმართება, ნათქვამია კვირეულის ორგანიზატორების განცხადებაში Facebook-გვერდზე.

Mercedes-Benz Fashion Week: მოდის სამყაროს ახალი ტენდენციები

2018-2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი დიზაინერები ნათია თხელიძე, ლაშა ჯოხაძე, Мак Mari, ანი ტიტვინიძე, გვანცა გრიგოლია, ხათუნა კობახიძე, Salle de Mode და Kattio.

Azerbaijan Fashion Week წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. მოდის კვირეული ბაქოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

ჩვენებების გარდა მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ტრადიციული შოუ-რუმები, რომლებიც სტუმრებს საშუალებას მისცემს, დიზაინერებს პირდაპირ დაუკავშირდნენ და მოწონებული მოდელი შეიძინონ.

АFW-ს პარტნიორები არიან Tbilisi Fashion Week, Mercedes-Benz Fashion Week Russia და Kazakhstan Fashion Week.