საქართველოში მოყვანილი ზეთისხილი შესაძლოა ჰოლანდიაში გაიყიდოს

საქართველოში მოყვანილი ზეთისხილი და გამოხდილი ზეითუნის ზეთი შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს, განუცხადა კომპანია „ქართული ზეთისხილის“ ხელმძღვანელმა გიორგი სვანიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
Sputnik

„ჩვენ გავგზავნეთ ნიმუშები ჰოლანდიასა და რუსეთში, პროდუქციის ექსპორტირებას კი უფრო სექტემბრიდან ვგეგმავთ“, – აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ზეთისხილის პლანტაციები უკვე გაშენებულია 100 ჰექტარზე და კომპანია ამ კულტურას კიდევ 220 ჰექტარზე რგავს.