„თამაშის წესები“ მაინინგში: თბილისში გაიმართება კონფერენცია კრიპტობიზნესში

კონფერენციას მართავს საერთაშორისო კომპანია Smile-Expo, რომელმაც მსოფლიოს 20 ქვეყანაში ბლოკჩეინ–ღონისძიებების ქსელი შექმნა.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. თბილისში 20 ივნისს გაიმართება კონფერენცია Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 – მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ბლოკჩეინ–ინდუსტრიის დამფუძნებლებსა და პოპულარიზატორებს შეკრებს.

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი კრიპტოექსპერტები, მეწარმეები, ინვესტორები, ბლოკჩეინ-ორგანიზაციების დამფუძნებლები, დეველოპერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომისტები.

საქართველოში პირველი კრიპტოვალუტების ბირჟა შეიქმნა

განხილვის მთავარი თემებია საქართველოში მაინინგის თავისებურებანი, სახელმწიფო რეგულაცია და სახელმწიფო მართვა, ქვეყანაში ICO-ს ჩატარების პერსპექტივები, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დემოზონაში იქნება განლაგებული ცნობილი ბლოკჩეინ-ინდუსტრიის წარმდგენი კომპანიები, რომლებიც არიან სამაინინგო აღჭურვილობისა და ფერმების მიმწოდებლები, ასევე ICO-პროექტები, ბლოკ-პლატფორმები, ინტეგრატორები, დეველოპერები და ორგანიზაციები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური და ფინანსური მომსახურების მომწოდებლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“ 2018 წელს კონფერენციის Blockchain & Bitcoin Conference Georgia საინფორმაციო პარტნიორია.

Конференция Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

საქართველოს კრიპტოვალუტის მაინინგზე ელექტროენერგიის ხარჯებით მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას და მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.