რუსთავში პოლიციელებმა თავისივე კოლეგები დააჯარიმეს

ავტოავარიაში დამნაშავეები პოლიციელებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. რუსთავში პოლიციელებმა დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი, რომელმაც ავტოავარია მოახდინა, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ავტოავარია თბილისში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ინციდენტი სამშაბათ დილით რუსთავის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. შსს-ს მონაცემებით, საპატრულო პოლიციის მანქანა სატვირთოს შეეჯახა. ადგილზე სხვა საპატრულო ეკიპაჟის გამოიძახეს, რომელმაც დაადგინა, რომ ავარია პოლიციელების ბრალით მოხდა.

დამრღვევებს 250-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ შეჯახება ძლიერი არე ყოფილა და მანქანები არ დაზიანდა.