თბილისიდან მესტიამდე მგზავრობის დრო იცვლება

პროექტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც თბილისიდან სვანეთის რაიონულ ცენტრამდე მგზავრობის დროს შეამცირებს, მზად მაისის ბოლოს იქნება.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. პროექტის სამუშაო ვერსია, რომლის წყალობითაც თბილისიდან მესტიამდე მგზავრობის დრო 5 საათამდე უნდა შემცირდეს, უკვე მზადაა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მესტიაში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება

საერთაშორისო საინჟინრო კომპანია Institute IGH-მა ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე ჩააბარა. საბოლოო პროექტი მაისის ბოლოს იქნება მზად.

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზის წყალობით ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა გაცილებით ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება. დღეისათვის მანძილი დაახლოებით 465 კილომეტრია, ხოლო მგზავრობის დრო დაახლოებით 7,5 საათი.