"ქართული მარში" "კლუბური აქციის" წინააღმდეგ: მსვლელობის კადრები

Sputnik

ტრადიციული ფასეულობების დამცველებმა და „ქართული მარშის“ მომხრეებმა თბილისის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

ქართული ნაციონალისტური ორგანიზაციების "ქართული მარში" და "ქართული იდეა" ასობით მომხრემ ორშაბათს, საღამოს რუსთაველის გამზირზე მსვლელობა და მიტინგი გამართეს, სადაც "კლუბურ აქციას" აპროტესტებდნენ, რომელმაც გასულ კვირას დედაქალაქში მღელვარება გამოწვია.