ქობულეთში მესამე დღეა დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

გიგა გოგიტიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მცხოვრებ 22 წლის ახალგაზრდას, გიგა გოგიტიძეს მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ გიორგი გოგიტიძემ განუცხადა, მისი ძმა ბოლოს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“, 12 მაისს ნახეს და მას შემდეგ ოჯახი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩემი ძმა ბოლოს ბათუმში,  სასტუმრო „ლეოგრანდში“ კამერებმა დააფიქსირა, მას შემდეგ მასზე არაფერი ვიცით. რაც შეეხება ვინმესთან კონფლიქტს, კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გიგას დაკარგვის შესახებ  ბათუმის პოლიციაში განცხადება 13 მაისს შევიტანეთ. ვითხოვთ დახმარებას“,  —განაცხადა გოგიტიძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „Sputnik-საქართველოს განუცხადეს, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით („თვითმკველობამდე მიყვანა“) დაიწყო.