თბილისში ღამე მშვიდობიანი იყო: დედაქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა

ორშაბათს „ეროვნული ძალების გაერთიანება" თბილისის ფილარმონიასთან იკრიბება და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავს.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. თბილისში პარასკევის საღამოს დაწყებული ვნებათაღელვის შემდეგ გუშინდელმა ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და დედაქალაქი და რუსთაველის გამზირი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

„თეთრი ხმაური“ ტაიმ–აუტს იღებს – პარლამენტთან აქცია ერთი კვირის შემდეგ განახლდება

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პირადი ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა ახალგაზრდების აქციის შეჩერება, რომლებიც 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციის ქმედებებს აპროტესტებდნენ. პარლამენტის ტერიტორიიდან ახალგაზრდები ავტობუსებით გამოიყვანეს.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ >>>

ორშაბათს კი აქციის ორგანიზატორები და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან და პოლიციის ქმედებებს განიხილავენ.

ამასთან, პარლამენტთან გვიან ღამემდე დარჩნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები, რომლებმაც კვირას აგრესიით გამორჩეული ზედიზედ ორი კონტრაქცია ჩაატარეს.

ორშაბათს, 18:00 საათზე ისინი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.