ოთარ ტატიშვილი: „ფესტივალის მსმენელმა მქუხარე ტაშით გამომაცილა“

ოთარ ტატიშვილი საუბრობს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარებულ კლასიკური მუსიკის რიგით 11-ე რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის "იპოვე შენი ვარსკვლავი" დასკვნითი კონცერტზე და ესპანეთიდან სპეციალურად ჩამოსულ საპატიო უცხოელ სტუმრებზე.
Sputnik

„წელს მე ჟიურში არ ვიყავი, მაგრამ როგორც ფესტივალის საპატიო სტუმარს მთხოვეს, რომ ჩემი რომელიმე საფორტეპიანო ნაწარმოები შემესრულებინა”- განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ ოთარ ტატიშვილმა.

ოთარ ტატიშვილი — პროფესიონალი კომპოზიტორი და პიანისტი, სიმფონიური, კამერული  და პოპულარული  მუსიკის, მიუზიკლების, სიმღერების ავტორი. 2011 წელს კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი წლის კომპოზიტორად დასახელდა. გარკვეულ წლებში ოთარ ტატიშვილი ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას როგორც შემსრულებელი და კონცერტმაისტერი. ბოლო პერიოდში ოთარ ტატიშვილი თავისი შემოქმედების მეტ წილს კლასიკურ, ინტელექტუალურ მუსიკას უთმობს.