ეროვნული ძალების გაერთიანებამ პარლამენტთან აქციები დააანონსა

სანდრო ბრეგაძის თქმით, მსვლელობა ნარკომოვაჭრეების, კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი 13 მაისი — Sputnik. ეროვნული ძალების გაერთიანება 14 მაისს, 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობის გამართვას გეგმავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეროვნული ძალების გაერთიანების ერთ-ერთი წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძვრებიან და იქ 17 მაისის ჩათვლით დარჩებიან.

როგორც ბრეგაძე განმარტავს, მსვლელობა ნარკომოვაჭრეების, კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. მისივე განცხადებით, ეროვნული ძალებისთვის მიუღებელია პარლამენტის შენობასთან ამჟამად მიმდინარე აქციის შინაარსი.

ლომჯარია:ნარკორეალიზებაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს

„მათ მოუწევთ არაკანონიერი აქციის დაშლა და ჩვენთვის ადგილის დათმობა. გვინდა ჩვენს შეცდენილ თანამემამულეებს მოვუწოდოთ მოუხმონ ჭკუას. ოფიციალური განაცხადი უკვე შევიტანეთ მერიაში და 10 დღის ნებართვა ვითხოვეთ”, — განაცხადა ბრეგაძემ.

თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა  განაცხადეს, რომ არ აპირებენ დაშლას. ისინი გეგმავენ 17 მაისი და 26 მაისი პარლამენტთან იზეიმონ. აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე, „ცეკვა თავისუფლებისთვის” სახელწოდებით გრძელდება. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლები სოლიდარობის ნიშნად დაუკრავენ.