თბილისი 13 მაისი — Sputnik. სამშაბათს, 15 მაისს თბილისში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
დილიდან თბილისში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. მზე 05:41 საათზე ამოვა.
დღის მეორე ნახევარში ამინდი შედარებით გაუარესდება — 16:00 საათისათვის მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 15 გრადუსს შეადგენს, დღისით კი 26 გრადუსამდე მოიმატებს. ქარის ძალა წამში 10-15 მეტრს შეადგენს.
მზე 20:13 საათზე ჩავა.