„არა ნარკოტიკს“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა

კონტრაქციის მონაწილეებმა ნარკორეალიზატორების დაკავებას და მათ უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ
Sputnik

თბილისი 13 მაისი — Sputnik. „არა ნარკოტიკს“ – ამ სახელწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის საპასუხოდ კონტრაქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

Акция "Нет наркотикам"

არასამთავრობო ორგანიზაციის „დაიცავი შენი უფლებების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს.

რუსთაველის გამზირი მოდურ ღამის კლუბად იქცა

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. მათთვის მიუღებელია ის შეხედულებები, რომლებსაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები და მათი მომხრეები იზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია, რომელიც 11 მაისის ღამით დაიწყო, შაბათს 15:00 საათზე განახლდა. მომიტინგეები ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციას ღამის კლუბებში იქ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი იმ დროს ამ დაწესებულებებში იმყოფებოდა.

კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს >>

პროტესტის ტალღა დაიწყო სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის პოპულარულ ღამის კლუბებში — „ბასიანსა“ და „გალერიში“, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. უწყების განმარტებით, მათ ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი და ღამის კლუბებთან მათი კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა დაკავებულიდან ერთ-ერთი „გალერის“ დაცვის წევრია.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე ღამის კლუბებში იმყოფებოდა.