ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სუს-ის თანამშრომელი დააკავეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შედეგად რვა ნარკოგამსაღებელი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით,  ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი,      სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითი,1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს. თბილისში, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 მაისს დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება   სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.  საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.