ირაკლი კობახიძე: ღამის კლუბებში შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია ნარკოტიკული საშუალებებით ახალგაზრდების დაღუპვის ფაქტს დაუკავშირა
Sputnik

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ნარკოტიკების რეალიზებასთნ დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არსებობდა, რის საფუძველზეც იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში. 

უფლებადამცველები: შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

საპროტესტო აქცია, რომელიც 12 მაისს ღმით დაიწყო, 15:00 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეები პოლიციას ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ღამის კლუბების სტუმრების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. აქციაზე შეკრებილთაგან მრავალი თავად იმყოფებოდნენ კლუბებში.

„როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს, ამ შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს შესაბამისი ოპერაცია. იყო თუ არა პროპორციული ჩარევა ეს დამატეიბთ შესწავლას საჭიროებს. მიზანი შესვლის იყო ლეგიტიმური და ინფორმაციის მიხედვით ჩარევა იყო პროპორციული", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იგი პატივისცემითაა განმსჭვალული თავისუფლების გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდებისადმი და შსს–ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ბოლო პერიოდში თბილისში ახალგაზრდების  ნარკოტიკებით დაღუპვის ფაქტს უკავშირდებოდა.

კახა კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს>>>

„პირველ რიგში სამართლამცველებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომიდნარე საჭიროა ღონისძიებების მიღება. საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა უსაფრთხოების დაცვას“, – განმარტა კობახიძემ.  

წამზომი ჩაირთო: პრემიერს ღამის 10 საათამდე დრო მისცეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, პრემიერს 22:00  საათამდე  მისცეს დრო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისთვის. 

საპროტესტო ტალღა თბილისის პოპულარულ ღამის კლუბ „ბასიანსა“ (Bassiani) და "გალერიში" (Cafe Gallery) ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შსს სამი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა. როგორც მოგვიანებით სამინისტროში განმარტეს, მათ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი და მათი ღამის კლუბებთან კავშირი გამოავლინეს. ნარკორეალიზებისთვის რვა დაკავებულიდან ერთ–ერთი კაფე „გალერის“ დაცვის წევრია.

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ხუთი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტის შემდეგ ჩატარდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ახალი „კლუბური“ ნარკოტიკი — მეფედრონი გახდა. შსს–ში აცხადებენ, რომ ყველა ეს ადამიანი ღამის კლუბებში სტუმრობის შემდეგ გარდაიცვალნენ.