თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში დარეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 2018 წლის მარტში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 55,7%-ით გაიზარდა — დაახლოებით 5,4 ათასი ფაქტი, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ამა წლის მარტში არის 26,9%.
დანაშაულის უმრავლესობა, დაახლოებით 2,2 ათასი შემთხვევა, საკუთრების წინააღმდეგ იყო ჩადენილი (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა).
მეორე ადგილზეა ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, მაგალითად, განზრახ მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე ზიანის მიენება ჯანმრთელობისთვის, ძალადობა, ოჯახური ძალადობა და სხვა. ასეთი იყო 972 შემთხვევა.
სამეულშია ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებული დარღვევები — მარტში ასეთი იყო 450 შემთხვევა.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მარტში დაფიქსირდა ექვსი ასეთი საქმე. აქედან სამი გახსნილია. ეს 40%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელაზე.