რაბათის ციხე ისტორიულ მესხეთში, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სწორედ ამ ისტორიული ადგილის სილამაზეს იხილავთ.
ციხე-სიმაგრე ამჟამად გადაშლილია 7 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ციხე-სიმაგრე ზედა (ისტორიულ) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილებად იყოფა. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსლიმანური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში კი ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.
რაბათის ციხის რესტავრაცია 2011 წელს დაიწყო. დღეს რაბათი მოგზაურთა საყვარელი ადგილია, რომელსაც ყოველდღიურად ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ რაბათის ციხის რესტავრაციისთვის 34 მილიონი ლარი გამოყო. შედეგად რაბათი მოგზაურთა საყვარელ ადგილად გადაიქცა.