ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

ჩვენ ვიცით, რომ არის სერიოზული გამოწვევა სასამართლო სისტემაში, განუცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.
Sputnik

„მოსამართლეები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს მოსამართლეთა რიცხოვნობა, შტატები, რათა საქმეების გაჭიანურების პრობლემა მაქსიმალურად შემცირდეს“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ქუთაისში ადვოკატებს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა და მათთან სასამართლო სისტემის რეფორმა განიხილა.