მუსიკა იმარჯვებს თუ პოლიტიკა: საქართველოს წარუმატებლობის მიზეზი ევროვიზია 2018-ზე

ქართველი მომღერალი მიიჩნევს, რომ საქართველოს წარმომადგენლები სიმღერის კონკურსზე ბრწყინვალედ გამოვიდნენ
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. პოპულარულმა ჯაზ-შემსრულებელმა მაია ბარათაშვილმა მხარი დაუჭირა ბენდ „ირიაოს", რომელიც გუშინ საერთაშორისო კონკურს ევროვიზია 2018-ის ფინალში ვერ გავიდა.

მომღერლის თქმით, ქართული ჯგუფის წარუმატებლობა მათ, როგორც პირველი კლასის მუსიკოსებს, ვერ აკნინებს.

„უკვე რამდენიმე წელია, საქართველო ევროვიზიის ფინალში გასვლას ვერ ახერხებს. ეს კონკურსი მოულოდნელობებით არის სავსე. ყველას ჰყავს თავისი ფავორიტი, მაგრამ არასდროს იცი, ვინ გაიმარჯვებს. და მხედველობაშია ასევე მისაღები კონკურსის პოლიტიკური ასპექტი, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება ჩვენს ბენდს, დამარცხება მათ ფასეულობებსა და ღირსებებს არ აკნინებს", — აღნიშნა ბარათაშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

ევროვიზიაზე ქართული მრავალხმიანობა არ დააფასეს - „ირიაო" ფინალში ვერ გავიდა

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ „ირიაო" ბრწყინვალე მუსიკოსებისგან შედგება და ის მათ შემოქმედებას უზარმაზარ პატივს სცემს.

„ჩემი აზრით, ევროვიზიის შედეგზე ყველაზე ნაკლებად მუსიკა ახდენს გავლენას. უკვე რამდენიმე წელია, კონკურსს თვალს ვადევნებ და დავასკვენი, რომ იქ პროფესიონალიზმი იშვიათად იმარჯვებს. გამონაკლისი იყო გასული წელი და პორტუგალიელი მონაწილე. გასულ წელს გაიმარჯვა ხარისხიანმა მუსიკამ და პროფესიონალიზმმა. წელს, სამწუხაროდ, არა. ეს საკმაოდ უცნაური კონკურსია. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კეთილმეზობლური ურთიერთობების ფაქტორი, როდესაც ქვეყნები თავიანთ სიმპათიურ მეზობლებს აძლევენ ხმას", — მიიჩნევს ბარათაშვილი.

ქართული ეთნო-ჯაზ ბენდი „ირიაო" (Iriao) ევროვიზია 2018-ის ფინალში ვერ გავიდა. კონკურსი ლისაბონში მიმდინარეობს.

ქართველი კონკურსანტები მეათე ნომრით გამოვიდნენ. ბენდმა შეასრულა სიმღერა „შენი გულისთვის" სიმღერის ავტორია კომპოზიტორი და „ირიაოს" სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მალაზონია. არანჟირება ეკუთვნის მიხეილ მდინარაძეს, ხოლო სიტყვები — ირინე სანიკიძეს.

კონკურსის ფინალური შოუს ნახვა საქართველოში შესაძლებელია 12 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში და ასევე მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე — ონლაინ.