მინიზოოპარკი თბილისში, სადაც ცხოველებთან თამაში შეიძლება

Sputnik

თბილისში პირველი კონტაქტური მინიზოოპარკი გაიხსნა, სადაც ათობით სახის სხვადასხვა ცხოველი, თევზი და ფრინველია წარმოდგენილი. ზოოპარკის ყველაზე დიდი ბინადარი სირაქლემა ემუა

კონტაქტური ზოოპარკი თბილისის ცენტრშია განთავსებული. მას გახსნის პირველივე დღეებში  ასობით დამთვალიერებელი ესტუმრა. კონტაქტური ზოოპარკი განსაკუთრებულ ემოციებს ბავშვებში იწვებს, ვინაიდან მათი ხელში აყვანა და მოფერებაა შესაძლებელი. მნახველების განსაკუთრებულ სიყვარულს ბაჭიები და კურდღლები იწვევენ. მათ მოსდევთ წიწილები და პატარა კუები. გველების ტერარიუმთან და თევზების აკვარიუმებთან შედარებით ნაკლები ხალხი იყრის თავს.  

1 / 12
ბაჭიები და კურდღლები ყველაზე მეტ სიყვარულს იწვევენ
2 / 12
მინიზოოპარკში შესაძლოა პეპელაც დაგასკუპდეთ ყვავილებიან კაბაზე
3 / 12
გოგონა სირაქლემა ემუს ეფერება
4 / 12
წიწილების დანახვისას ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ
5 / 12
აფრიკულ სამოსში გამოწყობილი თანამშრომელი ასევე იქცევს ზოოპარკის სტუმრების ყურადრებას
6 / 12
გველის ხელში დაჭერას ყველა ვერ ბედავს
7 / 12
ბიჭუნა ტერარიუმში მოთავსებულ მწერებს ათვალიერებს
8 / 12
მინიზოოპარკიდან ყველა კმაყოფილი მიდის და თან დადებითი ემოციები მიჰყვებათ
9 / 12
მინიზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე პაწაწა ბინადარი
10 / 12
ბიჭუნა თევზებიან აუზთან
11 / 12
გოგონა მშვიდად ეთამაშება კუს
12 / 12
გველებით ნაკლები ხალხი ინტერესდება. ყველა კურდღლებთან და წიწილებთან მიდის. სამაგიეროდ, გველები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს